Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დემონსტრანტებმა გადაკეტეს სამთავრობო შენობებთან მისასვლელები


ასეულობით დემონსტრანტმა გადაკეტა სამთავრობო შენობებთან მისასვლელები უკრაინის დედაქალაქ კიევში, სადაც უკვე მესამე დღეა გრძელდება მასობრივი გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომას იმის გამო, რომ მან უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ორშაბათის დემონსტრაცია, კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე, მოჰყვა კვირის მასობრივ გამოსვლას, რომელშიც 100-დან 350 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მოხდა შეტაკებები. ასეულობით დემონსტრანტმა ღამე მოედანზე, კარვებში გაატარა. უკრაინის ოპოზიცია გამოდის მოწოდებით, დაიწყოს საყოველთაო გაფიცვა და სამშაბათს პარლამენტში მთავრობის უნდობლობის ვოტუმს უყარონ კენჭი.
XS
SM
MD
LG