ავღანეთის პრეზიდენტმა , ჰამიდ კარზაიმ ბრალად დასდო აშშ-ს, რომ დახმარებას უჩერებს ავღანეთს, რათა ზეწოლა განახორციელოს კარზაიზე, ხელი მოაწეროს ორმხრივ ხელშეკრულებას უსაფრთხოების სფეროში. კარზაის ოფისის განცხადებაში წერია, რომ ავღანეთის არმიის და პოლიციისთვის საწვავის და დამხმარე სამსახურის შეჩერებით სურთ ავღანეთზე ზეწოლა, რათა მან ხელი მოაწეროს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში. ვაშინგტონმა ასეთი ბრალდება უარყო. გასულ კვირაში კარზაიმ მოითხოვა, რომ ვაშინგტონმა დახმარება გაუწიოს თალიბანთან მოლაპარაკების დაწყებაში და შეწყვიტოს რეიდები ავღანელი მოქალაქეების ბინებში ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ამ შეთანხმებით ორ ქვეყანას შორის 2014 წლის შემდეგ აშშ-ის არმიის ავღანეთში დარჩენის რეგულტურება უნდა მოხდეს. 2014 წელს საერთაშორისო ჯარი ავღანეთს დატოვებს.
ყველაზე პოპულარული
1