Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა სომეხ კოლეგას გააცნო საბაჟო კავშირში შესვლასთან დაკავშირებული სარგებელი


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორშაბათს ერევანს ესტუმრა და სომხეთის ლიდერებს ესაუბრა სარგებელზე, რომელიც სომხეთს მოელის საბაჟო კავშირში გაწევრიანებით. პუტინი შეხვდა სომეხ კოლეგა სერჟ სარქსიანს და შეუთანხმდა მას, რომ რუსეთი სომხეთს გაზს მიჰყიდის 189 დოლარად (1000 კუბურ მეტრს), ანუ ევროპის ქვეყნებში საექსპორტო ფასის დაახლოებით ნახევარ ფასად. პუტინი დათანხმდა ასევე სომხეთში რუსეთის ნავთობპროდუქტების საექსპორტო გადასახადის 35 პროცენტის ჩამოჭრას. საბაჟო კავშირში, რომელში გაწევრიანებასაც სომხეთი დაყაბულდა, რუსეთთან ერთად შედიან ყაზახეთი და ბელორუსია. იუწყებიან ასევე, რომ ერევანში გაიმართა დემონსტრაცია პუტინის ვიზიტის და საბაჟო კავშირში გაწევრიანების საკითხზე სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად.
XS
SM
MD
LG