Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ვაპირებთ სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გაძლიერებას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორშაბათს სომხეთს ესტუმრა და ქვეყნის ლიდერებს ესაუბრა სარგებელზე, რომელიც სომხეთს მოელის საბაჟო კავშირში გაწევრიანებით. ქალაქ გიუმრიში ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი აპირებს სამხრეთ კავკასიაში პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას: „რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, რუსეთი არასოდეს აპირებდა აქედან წასვლას - პირიქით, ვაპირებთ აქ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას (დამსწრეთა ხანგრძლივი ტაში). ჩვენ გავაძლიერებთ პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში, დავეყრდნობით რა ყველაფერს საუკეთესოს, რაც ჩვენი წინაპრებისაგან გვერგო, დავეყრდნობით რა კეთილ ურთიერთობებს რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის სომხეთთან". საბაჟო კავშირში, რომელში გაწევრიანებასაც სომხეთი დაყაბულდა, რუსეთთან ერთად შედიან ყაზახეთი და ბელორუსია. იუწყებიან ასევე, რომ ერევანში გაიმართა დემონსტრაცია პუტინის ვიზიტისა და საბაჟო კავშირში გაწევრიანების საკითხზე სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად.
XS
SM
MD
LG