Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ვატიკანში უმასპინძლა ისრაელის პრემიერ-მინისტრს


რომის პაპმა ფრანცისკემ ორშაბათს ვატიკანში მიიღო ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მოუწოდა მას, ხელი შეუწყოს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას. როგორც ვატიკანის პრეს-სამსახური იუწყება, რომის პაპმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს „რთული პოლიტიკური და სოციალური“ მდგომარეობა, რომლის ფონზეც ცდილობენ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებების განახლებას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რომის პაპი ისრაელში დაპატიჟა, თუმცა კონკრეტული თარიღი მისი ვიზიტისას არ დასახელებულა. ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა იტალიის პრემიერ-მინისტრი ენრიკო ლეტაც. მათ მოლაპარაკებები რომში გამართეს.
XS
SM
MD
LG