Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპატურაი: რუსეთის ჯარებმა უნდა დატოვონ საქართველო


სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ალიანსს „ძალიან მკაფიოდ“ აქვს გამოთქმული თავისი პოზიცია, რომ რუსეთმა არა მარტო უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება თავისი ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების შესახებ, არამედ უნდა დატოვოს საქართველო. ამ საკითხს აპატურაი ბრიუსელში, ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში შეეხო: „ქვეყნისათვის, რომელსაც არ სურს უცხო ჯარები თავის საზღვრებთან, ან თავის ტერიტორიაზე - და ასეთი ქვეყანაა საქართველო - ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა არა მარტო უნდა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, არამედ უნდა დატოვოს საქართველო და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, განაცხადა აპატურაიმ ჩვენს სპეციალურ კორესპონდენტთან საუბარში. მისივე თქმით, ნატოს აქვს მკაფიო პრინციპი: ყოველ ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისი ორიენტაციის არჩევის უფლება და ეს პოზიცია ალიანსმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა რუსეთთან, საქართველოს საკითხში.
XS
SM
MD
LG