Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტი კენჭს არ უყრის მთავრობისადმი უნდობლობის საკითხს


უკრაინის პარლამენტმა უარი თქვა მთავრობის მიმართ უნდობლობის საკითხის შესახებ კენჭისყრაზე. ოპოზიციის ინიციატივას 186 დეპუტატი მიემხრო. კენჭისყრის ჩასატარებლად საჭირო იყო 226 პარლამენტარის მხარდაჭერა. ოპოზიცია მოითხოვს მთავრობის გადადგომას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ნოემბრის ბოლოს, ვილნიუსის სამიტზე ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისათვის. იანუკოვიჩის ამ ნაბიჯს მოჰყვა უკრაინაში 2004 წლის ნარინჯისფერ რევოლუციად წოდებული მოვლენების შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები. ევროინტეგრაციის მომხრეები დღეს შეიკრიბნენ უკრაინის პარლამენტთანაც. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა პარლამენტის სხდომაზე ბოდიში მოიხადა პოლიციის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისათვის. ქვეყანაში კრიზისის მიუხედავად, პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ჩინეთში გაემგზავრა, ფინანსურ დახმარებაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG