Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ავღანეთის შეთანხმებას


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსს 2014 წლის ბოლომდე მოუწევს ავღანეთიდან მთელი ჯარების გაყვანა, თუ პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი შეერთებულ შტატებთან არ გააფორმებს შეთანხმებას უსაფრთხოების საკითხზე. რასმუსენის თქმით, ამერიკა-ავღანეთის შეთანხმების გარეშე ნატო ვერ შეძლებს ავღანეთის მთავრობასთან თავის ხელშეკრულებაზე მუშაობის ბოლომდე მიყვანას. ამერიკა-ავღანეთის ხელშეკრულებამ უნდა განსაზღვროს პირობები ავღანეთში ამერიკელი ჯარშისკაცების დასარჩენად 2014 წლის შემდეგ, როცა უცხოელი ჯარისკაცების უმრავლესობა დატოვებს ავღანეთის ტერიტორიას. ავღანელი უხუცესების საბჭომ ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა, მაგრამ კარზაის სურს, რომ 2014 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალმა პრეზიდენტმა მიიღოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება. ავღანეთთან შეთანხმება არის მთავარ საკითხებს შორის ნატოს მინისტერიალზე, რომელსაც დღეს და ხვალ მასპინძლობს ბრიუსელი.
XS
SM
MD
LG