Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევაკუაცია გახდა საჭირო თბილისის იუსტიციის სახლში


ევაკუაცია გახდა საჭირო თბილისის იუსტიციის სახლში მას შემდეგ, რაც ძლიერმა ქარმა შენობის ცენტრალური შესასავლელის სახურავი დაშალა. ევაკუაცია გამოცხადდა 46-ე საბავშვო ბაღშიც, რადგან ქარიშხლის შედეგად წაქცეულმა ხემ გაზის მილი დააზიანა. ძლიერი ქარი და წვიმაა დასავლეთ საქართველოშიც. შავ ზღვის სანაპიროზე თითქმის 6 ბალიანი შტორმია. ქარიშხალმა ფოთში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, ძლერი წვიმის შედეგად კი ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. ამჟამად თოვს აჭარის მაღალმთიან რაიონებსა და რიკოთის უღელტეხილზე. დიდთოვლობაა აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ძლიერი ქარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხვალ დილამდე შენარჩუნდება.
XS
SM
MD
LG