Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს პოზიცია უცვლელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხში


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოსადმი, რუსეთთან უთანხმოების გამომწვევ საკითხებში: „ნატოს პოზიცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხში იგივე რჩება. როგორც იცით, ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას. ჩვენ გადაჭრით ვეწინააღმდეგებით იმ ღობეების აღმართვას. ახლა არის არა ღობეების შენების, არამედ, პირდაპირი მნიშვნელობით, ხიდების შენების დრო, დიალოგში მონაწილეობის, კონსტრუქციული პოლიტიკური გამოსავლის ძიების დრო“, განაცხადა რასმუსენმა ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ. შეხვედრაზე, რომელშიც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობდა მათი რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი, იმსჯელეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სირიის ქიმიური არსენალის განადგურებაზე და ირანის ბირთვულ პროგრამაზე.
XS
SM
MD
LG