Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი ავღანეთზე ზეწოლას ახორციელებს


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა ხუთშაბათს ავღანეთის მთავრობა გააფრთხილა, რომ ხელი მოაწეროს აშშ-თან უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას სასწრაფოდ. რასმუსენმა გაფრთხილა ქაბული, რომ ამ ქვეყანაში აღარ იქნება უცხოეთის ჯარი და სამხედრო აღჭურვილობა, თუ 2015 წლის პირველი იანვრისთვის ხელშეკრულება არ იქნა გაფორმებული. მისივე თქმით, აშშ-თან შეთანხმების ხელმოწერა საჭიროა, რათა ნატომაც გააფორმოს შეთანხმება ავღანეთის მთავრობასთან ალიანსის სამომავლო მისიის განსაზღვრის მიზნით.
XS
SM
MD
LG