Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სამი ყოფილი პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ევროპის კავშირის მომხრეებს


უკრაინის სამმა ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კრავჩუკმა, ლეონიდ კუჩმამ და ვიქტორ იუშჩენკომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მხარდაჭერას უცხადებენ საპრტესტო გამოსვლებს, რომლებიც დაიწყო ევროკავშირთან ამ ქვეყნის ასოცირების შესახებ ზელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის უარის თქმის გამო. იუშჩენკოს პარტიის უებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წაიკითხავთ, რომ ისინი უცხადებენ „ სოლიდარობას ასეულ ათასობით ახალგაზრდა უკრაინელის მშვიდობიან სამოქალაქო აქციებს“. განცხადებში აღნიშნულია, რომ პირველად ხდება, რომ უკრაინის ხალხი ქუჩაში გავიდა მოთხოვნით, რომელსაც უპრეცედენტოდ ფართო მხარდაჭერა აქვს. სამი პრეზიდენტი გმობს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ და მოუწოდებს მთავრობას, გაითვალისწინოს უკრაინის ხალხის „ევროპული“ მისწრაფებები. პრეზიდენტები გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ კრიზისი ღრმავდება, და ისინი "ვითარებაზე კონტროლის დაკარგვის რისკს ხედავენ".
XS
SM
MD
LG