Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შექმნა ეკონომიკური საბჭო


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური საბჭო შექმნა. ეკონომიკური საბჭოს პირველი სხდომა გუშინ გაიმართა. "საბჭო თორმეტი კაცით განისაზღვრა, რომლის შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკური ჯგუფის მინისტრები, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, ბიზნესომბუდსმენი და ა.შ" - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, საბჭომ მუშაობაში ჩართვის თხოვნით ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც მიმართა. საბჭოს შემადგენლობამ სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური საკითხები განიხილა და ეკონომიკური გარემოს განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელა.
XS
SM
MD
LG