Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი იქნება "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველის" პოლიტიკური მდივანი


პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველის" პოლიტიკური მდივანი გია ვოლსკი იქნება, ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ, პარტიის პოლიტსაბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს, რომელიც "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებმა საორგანიზაციო-სტრუქტურულ საკითხებზე იმსჯელეს. მათივე ცნობით, სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ იურიდიული საკითხების მდივანი ირინა იმერლიშვილი, საერთაშორისო საკითხების მდივანი არმაზ ახვლედიანი იქნება, ხოლო ახალგაზრდულ ფრთას ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG