Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: ჩინეთის ნაბიჯი „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს რეგიონში


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს ჩინეთის მიერ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაზე საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ახალი ზონის შემოღება. ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან პეკინში შეხვედრისას, მას გააცნო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უარყოფითი დამოკიდებულება პაკინის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიმართ. ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, ოფიციალურმა პირებმა ბაიდენს უთხრეს, რომ ასეთი ზონის დაწესება შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და შეერთებულმა შტატებმა მას პატივი უნდა სცეს. საჰაერო იდენტიფიკაციის ზონა ვრცელდება არეალზე, რომელიც მოიცავს ჩინეთსა და იაპონიას შორის ტერიტორიული დავის გამომწვევ კუნძულებს.
XS
SM
MD
LG