Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გაიმართა სომხეთისა და აზერაბიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ელმარ მამადიაროვი და ედუარდ ნალბანდაინი კიევში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირებში გააგრძელებენ მოლაპარაკებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად. მამადიაროვის და ნალბანდიანის შეხვედრა ჩატარდა კიევში ეუთოს მინისტერიალის პარალელურად. მანამდე ორი კვირით ადრე, ვენაში ერთმანეთს შეხვდნენ აზერაბიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები, ილჰამ ალიევი და სერჟ სარქსიანი და გადაწყვიტეს, გააგრძელონ მოლაპარაკება კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად. მთიან ყარაბაღზე - აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიაზე - ეთნიკურად სომეხმა სეპარატისტებმა დაამყარეს კონტროლი 90-იანი წლების ომის შედეგად. ჯერ-ჯერობით უშედეგოდ გრძელდება კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართულ დიპლომატიური ძალისხმევა.
XS
SM
MD
LG