Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა გამოეხმაურა ნელსონ მანდელას გარდაცვალებას


ნელსონ მანდელას გარდაცვალებას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურა: „როგორც ჩანს, ნელსონ მანდელას მსგავს ადამიანებს ვეღარ შევხვდებით. ასე რომ, ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მის მიერ მოცემული მაგალითი: მივიღოთ გადაწყვეტილებები არა სიძულვილზე, არამედ სიყვარულზე დაყრდნობით; არასდროს დავაკნინოთ ერთი ადამიანის მიერ მიღწეული ცვლილების მნიშვნელობა; უნდა ვისწრაფოდეთ ისეთი მომავლისკენ, რომლისთვისაც მან [მანდელამ] მსხვერპლი გაიღო. ახლა კი, მოდით, მადლობა ვთქვათ იმისათვის, რომ ნელსონ მანდელა არსებობდა - კაცი, რომელმაც ხელში აიღო ისტორია და მორალურობის სამყარო სამართლიანობისკენ მიმართა“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.
XS
SM
MD
LG