Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორია ნულანდმა ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა ბარაკ ობამას მისალოცი


სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური მისალოცი, რომელშიც ბარაკ ობამა ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს. ვიქტორია ნულანდი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად დაესწრო USAID-ს დაფინანსებით, მთავრობის კანცელარიის შენობასთან პანდუსის გახსნას. „მოხარული ვარ, კვლავ ვიმყოფებოდე საქართველოში და პირადად ვიხილო ის შესამჩნევი პროგრესი, რომელსაც ბოლო წლებში მიაღწია თქვენმა ქვეყანამ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში“, - განაცხადა ნულანდმა. მისივე თქმით, აშშ კვლავ ადასტურებს ერთგულებას, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებას, დემოკრატიას და კეთილდღეობას.
XS
SM
MD
LG