Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი


თბილისში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი, რომელმაც პირველი შეხვედრა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა და ვიქტორია ნულანდმა განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის გეგმები და სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, შეხვედრისას საუბარი იყო საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობასა და რეფორმებზე, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. ვიქტორია ნულანდთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის რთული იქნება, რადგან ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე.
XS
SM
MD
LG