Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველ გლობალურ შეთანხმებას მიაღწია


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 159 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ხელშეკრულება, რომლის ირგვლივ მოლაპარაკება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე იმართებოდა, წარმოადგენს ამ ორგანიზაციის მიერ მიღწეულ პირველ გლობალურ შეთანხმებას მისი დაფუძნების, ანუ 1995 წლის შემდეგ. ხელშეკრულება ითვალისწინებს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ ვაჭრობის ხელშეწყობას საბაჟო პროცედურების გამარტივების გზით. საინფორმაციო სააგენტოებში ვრცელდება ეკონომისტების შეფასებები - რომ ამ შეთანხმებამ მსოფლიო ეკონომიკა შესაძლოა ერთი ტრილიონი დოლარით გააძლიეროს.
XS
SM
MD
LG