Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი შეხვდება პაკისტანის პრემიერს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი ავღანეთიდან პაკისტანში გაემგზავრება, სადაც ის მოლაპარაკებებს გამართავს პაკისტანის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფთან. როგორც პენტაგონი იტყობინება, შეხვედრაზე განიხილება ორი სახელმწიფოს საერთო საფრთხეები. “ბი-ბი-სის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ეს აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია ისლამაბადში უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG