Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა დაითხოვა მთავრობა და პარლამენტი


ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა იინგლაკ ჩინავატმა ქვეყნის პარლამენტი და მთავრობა დაითხოვა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 60 დღის განმავლობაში გაიმართება. ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში თვეზე მეტია მიმდინარეობს ოპოზიციის დემონსტრაციები მთავრობისა და პარლამენტის გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრაციების მიზეზად იქცა მმართველი პარტიის მცდელობა, გამოეცხადებინა საყოველთაო ამნისტია, რაც საშუალებას მისცემდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტაქსინ ჩინავატს დაბრუნებულიყო სამშობლოსა და პოლიტიკაში.
XS
SM
MD
LG