Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი დათანხმდა მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკებას


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დათანხმდა მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკებას ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სამკვირიან საპროტესტო აქციებს, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებენ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას, ხელი არ მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე. იანუკოვიჩის პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტი სამშაბათს შეხვდება სამ ყოფილ პრეზიდენტს - ლეონიდ კრავჩუკს, ლეონიდ კუჩმას და ვიქტორ იუშჩენკოს - უკრაინაში კრიზისის მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად. ამასობაში გრძელდება საპროტესტო აქციები. კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე, რომელსაც ევრომაიდანად მოიხსენიებენ, დემონსტრანტები მჭიდრო რიგებად დადგნენ ბარიკადებთან. უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ ცნობით, აქციის მონაწილეები, როგორც ჩანს, ემზადებიან მილიციის სპეცდანიშნულების რაზმების შესაძლო შტურმისათვის. ოპოზიციურ პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ დღეს ქალებსა და ბავშვებს სთხოვა, დატოვონ ევრომაიდანი. კლიჩკოს თქმით, ევრომაიდანს ორი მიმართულებიდან უახლოვდებიან სპეცდანიშნულების შენაერთები. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, კიევის ცენტრში შევიდნენ ავტობუსები და სატვირთო ავტომანქანები, რომლებშიც სპეცდანიშნულების შენაერთების წევრები სხედან.
XS
SM
MD
LG