Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელი თათრები მხარდაჭერას უცხადებენ კიევში შეკრებილ დემონსტრანტებს


სიმფეროპოლში ასობით ყირიმელი თათარი შეიკრიბა კიევში ევროინტეგრაციის მოთხოვნით შეკრებილი დემონსტრანტების მხარდასაჭერად. სიმფეროპოლი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია. დემონსტრანტებმა აღმართეს პლაკატები წარწერით „მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას!“ როგორც ყირიმელ თათართა ეროვნული კონგრესის ლიდერმა, რეფატ ჩუბაროვმა უთხრა ჟურნალისტებს, ყირიმელი თათრების უფლებების აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა გახდება ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი, რომელსაც საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს.
XS
SM
MD
LG