Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი მკაცრად აკრიტიკებს აშშ-ს


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, აშშ კოლონიზატორი სახელმწიფოსავით მოქმედებს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების გარშემო დავისას. ორმხრივი შეთანხმება საჭიროდ არის მიჩნეული 2014 წლის შემდეგ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ნაწილის დასარჩენად. კარზაი თავდაპირველად მიემხრო შეთანხმებას, მაგრამ შემდეგ უარი თქვა მის ხელმოწერაზე. აშშ-ის მიმართ კრიტიკული განცხადებები კარზაიმ გამოთქვა ინტერვიუში, რომელიც ორშაბათს გამოაქვეყნა საფრანგეთის გაზეთმა „მონდმა“. შეკითხვას, აშშ კოლონიზატორი სახელმწიფოსავით ხომ არ იქცევაო, კარზაიმ დადებითად უპასუხა. მანვე ავღანეთის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა ამერიკელი ოფიციალური პირები.
XS
SM
MD
LG