რადიო თავისუფლების კორესპონდენტების და ადგილობრივი მედიის ცნობით, კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე გაშლილ დიდ საპროტესტო ბანაკს ასობით სპეცრაზმელი უახლოვდება. პოლიციამ ბარიკადების აღება სცადა, თუმცა, როგორც იუწყებიან, დემონსტრანტების მხრიდან წინააღმდეგობის გამო უკან დაიხია. უკრაინაში საპროტესტო დემონსტრაციები გამოიწვია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ ხელი არ მოეწერა ევროკავშირთან დაახლოების შესახებ საეტაპო ხელშეკრულებაზე.