Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნულანდმა იანუკოვიჩთან შეხვედრაზე „მიუღებელი“ უწოდა პოლიციის ქმედებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი დღეს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს და ამ შეხვედრაზე დემოკრატიული საზოგადოებისათვის „სრულიად მიუღებელი“ უწოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მოქმედებას. ნულანდმა ჟურნალისტებს გაუზიარა შეფასება, რომ იანუკოვიჩთან მოლაპარაკება, რომელიც ორ საათზე მეტი გაგრძელდა, „მძიმე, მაგრამ რეალისტური“ იყო. ამასთან, ვიქტორია ნულანდის თქმით, ვაშინგტონში სჯერათ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია უკრაინის ევროპული მომავლის გადარჩენა. კიევშივე იმართება ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის შეხვედრა უკრაინის სამ ყოფილ პრეზიდენტთან. მოგვიანებით მას იანუკოვიჩიც მიიღებს. ჩვენი რადიოს უკრაინული სამსახურის ცნობით, კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე იზრდება დემონსტრანტების რიცხვი. მათ პროტესტს იწვევს იანუკოვიჩის უარის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.
XS
SM
MD
LG