Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლოში დაიწყო ვანო მერაბიშვილის საქმის არსებითი განხილვა


2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გამო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლომ. მერაბიშვილს, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს, პროკურატურა ბრალს სდებს დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლითაც ისინი ითხოვდნენ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილისთვის პატიმრობის შეცვლას აღკვეთის სხვა ზომით. გარდა ამისა, დაცვის მხარემ მოითხოვა პროკურორების აცილება, რადგან ადვოკატების შეფასებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის საქმეზე ბრალმდებელი მთავარი პროკურორი უნდა იყოს. მოსამართლემ არც დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
XS
SM
MD
LG