Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკო დემონსტრანტებს მოუწოდებს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნისაკენ


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო ევროინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტებს მოუწოდებს, მოითხოვონ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა. ტიმოშენკო მიმართავს დასავლეთის ქვეყნებსაც - მათგან „მოქმედებას“ მოელის. განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს გაავრცელა მისმა პარტია „ბატკივშჩინამ“, ტიმოშენკო გამოდის მოწოდებით, უარი ითქვას მოლაპარაკებებსა და მრგვალ მაგიდაზე და მოთხოვნა იყოს იანუკოვიჩისა და მისი გუნდის გადადგომა. პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკების ინიციატივით გამოვიდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი. ოთხშაბათს კიევში გაიმართა ასეთი შეხვედრა, მაგრამ მასში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციის ლიდერებს. ტიმოშენკო დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებს უკრაინის „ავტორიტრული რეჟიმის“ წინააღმდეგ სანქციების შემოღებისაკენ.
XS
SM
MD
LG