Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი: იანუკოვიჩი მზად არის, მიმართოს ზომებს კრიზისის 24 საათში მოსაგვარებლად


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მიმართავს ზომებს უკრაინაში კრიზისის 24 საათში მოსაგვარებლად. ეშტონმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა კიევში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან ოთხშაბათს შეხვედრის შემდეგ. ეს იყო ეშტონის და იანუკოვიჩის მეორე შეხვედრა ბოლო ორი დღის განმავლობაში. ეშტონის პრესმდივნის, მაია კოჩიანჩიჩის ცნობით, ახლა ეშტონი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება. დღეს იანუკოვიჩთან მოლაპარაკება გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმაც და ამ საუბარში დემოკრატიული საზოგადოებისათვის „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა კიევში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციელების ქმედებას. კიევის ცენტრალურ, დამოუკიდებლობის მოედანზე კვლავაც რჩება ათასობით დემონსტრანტი, რომელთა პროტესტსაც იწვევს იანუკოვიჩის უარი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.
XS
SM
MD
LG