Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი“ თურქმენეთს აკრიტიკებს წინასაარჩევნო რეპრესიებისთვის


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალი“ თურქმენეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს, მისი შეფასებით, „ტოტალური რეპრესიებისთვის“, რომლებიც წინ უძღვის 15 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებს. ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი, ჯონ დალჰუიზენი ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ არჩევნების ჩატარება ვერ მოაგვარებს მოქალაქეებისათვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებზე უარისა და მთელს საზოგადოებაში გამეფებული შიშის პრობელმებს. დალჰუიზენის მონაცემებით, წამება კვლავაც ფართოდ არის გავრცელებული თურქმენეთში უსამართლო პროცესებში აღიარების მოსაპოვებლად და განაჩენის გამოსატანად. განცხადებაში მკაცრად არის გაკრიტიკებული მასმედიის შესახებ ახალი კანონიც. „ამნესტი“ რადიო თავისუფლების კორესპონდენტებს მოიხსენიებს ჟურნალისტებად, რომლებსაც განსაკუთრებით დევნიან უშიშროების სამსახურები და რომლებიც მრავალჯერ დაუპატიმრებიათ.
XS
SM
MD
LG