უკრაინის პრეზიდენტმა გადააყენა კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პოპოვი და სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ სივკოვიჩი, 30 ნოემბერს ევროინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის გამო.