ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი შაბათს კიევს ეწვია და, უკრაინის ტელევიზიის ცნობით, შეხვდა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ლეონიდ კოჟარას. მაკკეინს ევროინტეგრაციის მომხრეთა საპროტესტო აქციაზე მოელიან. მაკკეინს - რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელიც 2008 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი იყო - გაკრიტიკებული ჰყავს უკრაინის მთავრობა კრიზისისთვის, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. უკრაინაში ოპოზიციონერი დემონსტრანტები მოითხოვენ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერას და იანუკოვიჩის მთავრობის გადადგომას.
ყველაზე პოპულარული
1