ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი შაბათს კიევში ჩავიდას და შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს ვიტალი კლიჩკოს, არსენი იაცენიუკს და ოლეგ ტიაჰნიბოკს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია მაკკეინთან უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ლეონიდ კოჟარას შეხვედრის თაობაზეც. საგარეო უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მხარეებმა იმსჯელეს უკრაინა-ამერიკის ურთიერთობის საკითხებზე და კოჟარამ ყურადღება გაამახვილა "უკრაინის ევროინტეგრაციის კურსის პრიორიტეტულობაზე". მაკკეინი უკრაინას ეწვია კიევში ორი მასშტაბური დემონსტრაციის ფონზე - ერთზე შეიკრიბნენ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის და მთავრობის მომხრეები მაშინ, როცა კიევშივე, დამოუკიდებლობის მოედანზე გრძელდება ოპოზიციის მომხრეების დემონსტრაცია, გამოწვეული გასულ თვეში პრეზიდენტ იანუკოვიჩის უარით, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ასევე შაბათს, იანუკოვიჩმა თანამდებობებიდან მოხსნა მაღალი რანგის ოთხი ოფიციალური პირი, 30 ნოემბერს ევროინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმელების ძალადობის გამო.
ყველაზე პოპულარული
1