Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთში პირველად იმართება მრავალპარტიული არჩევნები


თურქმენეთში იმართება პირველი მრავალპარტიული არჩევნები - ერთმანეთს კონკურეცნიას უწევს ორი პარტია. თუმცა მრეწველთა და ბიზნესმენთა პარტია არ არის ოპოზიციური მოძრაობა - ის დაარსდა მას შემდეგ, რაც შარშან ამას მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა. პარლამენტის მანდატებისათვის იბრძვის მთავრობის მხარდამჭერი პროფკაცშირების და სხვა ორგანიზაციების ათობით წევრიც. 283-ვე კანდიდატი, რომელსაც 125-ადგილიან პარლამენტში მოხვედრა სურს, მხარს უჭერს თურქმენეთის მმართველი დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ კურსს. არჩევნებამდე უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნალმა“ გააკრიტიკა თურქმენეთის ხელისუფლება მოსახლეობის „ტოტალური რეპრესიისათვის“. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 3 მილიონამდე მოქალაქეს.
XS
SM
MD
LG