Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა აცხადებს ევროკავშირისაგან დამატებით 27 მლნ ევროს მიღების შესახებ


საქართველო ევროკავშირისაგან დამატებით მიიღებს 27 მლნ ევროს - ინიციატივა „მეტი მეტისათვის“ ფარგლებში. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა საქართველოს მთავრობამ. ის მიუთითებს ევროკომისარ შტეფან ფიულეს 12 დეკემბრის განცხადებაზე. ინიციატივა „მეტი მეტისათვის“ დამატებითი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას ითვალისწინებს ევროკავშირის იმ პარტნორებისათვის, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს დემოკრატიული რეფორმების გზაზე. პროექტის ძირითადი მიზანია, საქართველოს მთავრობას ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში. 27 მილიონი ევროდან 20 მილიონი ევრო საბიუჯეტო დახმარების სახით მიმართული იქნება პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 7 მილიონი ევრო მოხმარდება ტექნიკური/საექსპერტო დახმარების პროექტების განხორცილებას.
XS
SM
MD
LG