კვირას ბაქოში ასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა საწვავის და საკვების გაძვირება. აქციის მონაწილეები ანტისამთავრობო ლოზუნგებით გამოვიდნენ და გადადგომისაკენ მოუწოდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელიც კორუფციასა და 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს. სანქცირებული აქციის ორგანიზატორი იყო დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭო, რომელსაც პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ჯამილ ჰასანლი ხელმძღვანელობს. ამასთან, ბაქოში აქციაზე შეკრებილებმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს კიევში მიმდინარე ოპოზიციური დემონსტრაციის მონაწილეებს.
ყველაზე პოპულარული
1