Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შეიქმნა კრიზისების მართვის დროებითი შტაბი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეიქმნა კრიზისების მართვის დროებითი შტაბი, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე დროული რეაგირებისათვის. ღარიბაშვილმა ამის შესახებ განაცხადა კვირას გამართულ საგანგებო თათბირზე, რომელსაც რამდენიმე მინისტრი დაესწრო. კრიზისების მართვის დროებითი შტაბის შექმნის ერთ-ერთ მთავარ მიზნად დასახელდა ქვეყანაში სტიქიით გამოწვეულ პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება. საგანგებო თათბირზე პრემიერი დაინტერესდა დასავლეთ საქართველოში უამინდობის შედეგად შექმნილი მდგომარეობით და მინისტრებისგან მიღო ინფორმაცია აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობაზე. თათბირზე ითქვა ასევე, რომ საქართველოში ამოქმედდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და კრიზისების მართვის ერთიანი მაკოორდინირებელი ცენტრი, რაშიც ქართულ მხარეს აქტიურ დახმარებას გაუწევენ ამერიკელი, ბრიტანელი და ისრაელელი პარტნიორები.
XS
SM
MD
LG