სირიელი აქტივისტების ცნობით, სულ ცოტა, 36 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში მთავრობის ჯარის საჰაერო რეიდების შედეგად. ამ წყაროს თანახმად, დაღუპულების თითქმის ნახევარი - ბავშვები არიან. უფრო ადრე გავრცელებულ ცნობაში საუბარი იყო 22 დაღუპულზე, მათ შორის 14 ბავშვზე. ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, საჰაერო რეიდები მიმართული იყო მეამბოხეების მიერ გაკონტროლებული რაიონების წინააღმდეგ. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, არმიამ ალეპოში განახორციელა ოპერაციები და გაანადგურა, როგორც ამ ცნობაშია ნათქვამი, „შეიარაღებული ტერორისტების ჯგუფები“.
ყველაზე პოპულარული
1