Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვარაუდით, კიევი მოსკოვს სთხოვს კრედიტს


რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ანდრეი ბელოუსოვი, მისივე განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ კიევი მოსკოვს სთხოვს კრედიტს, რომელსაც ოპერატიულად მიიღებს კიდეც. როგორც ბელოუსოვმა ჟურნალისტებს უთხრა, ერთი ან მეორე მხრიდან კრედიტის გარეშე, უკრაინა ვერ შეძლებს ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს არც ის გამოურიცხავს, რომ კრედიტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ სამშაბათს, 17 დეკემბერს, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრაზე. იანუკოვიჩი მოსკოვში ჩადის უკრაინა-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი კომისიის მეექვსე სხდომასთან დაკავშირებით. უკრაინაში ოპოზიცია შიშობს, რომ მოსკოვში ამ ვიზიტისას, იანუკოვიჩი ხელს მოაწერს შეთანხმებას საბაჟო კავშირში უკრაინის შესვლის შესახებ. საბაჟო კავშირი ამჟამად აერთიანებს რუსეთს, ბელორუსიასა და ყაზახეთს.
XS
SM
MD
LG