Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი


პაკისტანში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის ოთხი ექსპერტი. ინციდენტი მოხდა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ქალაქ ფეშავარში. ექსპერტები დავალების შესასრულებლად მიემგზავრებოდნენ, როცა მათი ავტომანქანა აფეთქდა დისტანციურად მართული ბომბის ამოქმედების შედეგად. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. პაკისტანში მოწყობილი კიდევ ერთი თავდასხმისას, მოკლეს შიიტი სასულიერო პირი, ალამა ნასირ აბასი. ეს მკვლელობა მიჩნეულია შურისძიებად მიმდინარე თვეში სუნიტი მუსლიმების ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობის შემდეგ. ალამა ნასირ აბასს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კვირა საღამოს ესროლეს ქალაქ ლაჰორში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა იკისრეს.
XS
SM
MD
LG