Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის აპარატი დაიწყებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს


სახალხო დამცველის აპარატი დღეიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სისტემურ მონიტორინგს დაიწყებს. როგორც ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, მათი მიზანი ციხეებში არსებული იმ მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლაა, რომლებიც პატიმრებს აწუხებს. "ვიწყებთ სისტემური მონიტორინგის განხორციელებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რომელშიც ჩვენი თანამშრომლების გარდა, ჩართული იქნებიან პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტები. საუბარია იმ 40 ექსპერტზე, რომლებიც რამდენიმე თვის წინ სპეციალური კომისიის მიერ შეირჩა. ჩვენი მიზანია, მივიდეთ ყველა დაწესებულებაში და მოვახდინოთ რეაგირება პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც ციხეებში არსებობს. ასევე გავეცნოთ პატიმართა პრობლემებს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. მისივე განმარტებით, მონიტორინგი განხორციელდება საქართველოს მასშტაბით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში, სადაც პატიმართა ცემის, გარდაცვალების შემთხვევები თუ სხვა სახის ინციდენტები დაფიქსირებულა.
XS
SM
MD
LG