Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი შეშფოთებულია ცნობით რუსეთის მიერ რაკეტების განთავსების შესახებ


აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა გავრცელებული ცნობების გარშემო, რომ რუსეთმა მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტები გადააადგილა დასავლეთით, რეგიონში რომელიც პოლონეთს და ლიტვას ესაზღვრება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი მოსკოვს მოუწოდებს არ მოახდინოს რეგიონში დესტაბილიზაცია. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მარი ჰარფის თქმით, ვაშინგტონმა მოსკოვს შეატყობინა რეგიონის გარშემო გაჩენილი შეშფოთების შესახებ, რომელიც გამოიწვია ცნობამ კალინინგრადში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების განთავსების თაობაზე. „ისკანდერის“ განვითარებული ვერსია 500 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს. ამ ტიპის რაკეტებში შესაძლებელია როგორც კონვენციური, ისე ბირთვული ქობინების გამოყენება. პოლონეთი და ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა ორშაბათს შეშფოთებით გამოეხმაურნენ ცნობას, რომ რაკეტები მათ საზღვრებთან ახლოს განთავსდება. რუსეთი დიდი ხანია, იმუქრება კალინინგრადის ოლქში რაკეტების განთავსებით, ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის დაგეგმილი სისტემის საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG