Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ რუსეთმა რაკეტები ჩრდილოკავკასიაშიც განათავსა


რუსეთიდან გავრცელებული ცნობებით, მოსკოვმა მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების პარტია განათავსა ჩრდილოეთ კავკასიაში. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, სამშაბათს კრასნოდარის მხარეში რაკეტებით დატვირთულ მატარებელს დახვდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე არკადი ბახინი და სამხრეთის სამხედრო საველე მეთაური, ალექსანდრ გალკინი. ვრცელდება ბახინის სიტყვები, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში რეგიონში რაკეტების კიდევ ორ პარტიას ჩაიტანენ. ორშაბათს აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა მანამდე გავრცელებული ცნობების გარშემო, რომ რუსეთმა მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტები გადააადგილა კალინინგრადის ექსკლავში, რომელიც პოლონეთს და ლიტვას ესაზღვრება. შეშფოთება გამოთქვეს პოლონეთმა და ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამაც. „ისკანდერის“ განვითარებული ვერსია 500 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს. ამ ტიპის რაკეტებში შესაძლებელია როგორც კონვენციური, ისე ბირთვული ქობინების გამოყენება. რუსეთი დიდი ხანია, იმუქრება კალინინგრადის ოლქში რაკეტების განთავსებით, ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის დაგეგმილი სისტემის საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG