Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 13 ადამიანი შეიწირა


ერაყში ძალადობამ ოთხშაბათს, სულ ცოტა, 13 ადამიანი შეიწირა. ბაღდადის ჩრდილოეთით, 80-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ ხალისში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო ერაყელი შიიტი მომლოცველების ჯგუფთან, მოკლა ექვსი და დაჭრა 16 ადამიანი. შიიტ მომლოცველებზე თავდასხმა მოეწყო ბაღდადის ასევე ჩრდილოეთით, 100-მდე კილომეტრში მდებარე სამარაშიც. იქ შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს სამი პაკისტანელი და ორი ერაყელი. ასიათასობით შიიტი მიეშურება ერაყის ქალაქ ქარბალისაკენ ყოველწლიურ 40-დღიან რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის ხსოვნის პატივსაცემად. შიიტ მომლოცველებზე ხშირად აწყობენ თავდასხმებს სუნიტი ექსტრემისტები.
XS
SM
MD
LG