Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობიდან გაათავისუფლეს ფოლკლორის ცენტრის დირექტორი


კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ბრძანებით, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულის შესახებ მინისტრის ბრძანებას ფეისბუკში თავად უშიკიშვილი აქვეყნებს. ის თანამდებობიდან მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე კომენტარსაც აკეთებს. "მეგობრებო, აღარ ვარ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი. მიუხედავად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტისა, გამათავისუფლა ბატონმა მინისტრმა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წერილზე ხელის მოწერას თავი ავარიდე, ოღონდ, აღსანიშნავია, რომ ხელი მხოლოდ იმიტომ ვერ მოვაწერე, რომ შვებულებაში ვარ", - წერს გიორგი უშიკიშვილი. თავად მინისტრი კი ბრძანებაში გადაწყვეტილების მიზეზად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებზე განმარტებების დაგვიანებას ასახელებს, რომელიც მისი განცხადებით, უშიკიშვილს, როგორც პასუხისმგებელ პირს, უნდა გაეკეთებინა.
XS
SM
MD
LG