Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში მოკლეს, სულ ცოტა, 10 შიიტი მომლოცველი


ბაღდადში, სულ ცოტა, 10 შიიტი მომლოცველი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. როგორც იუწყებიან, აფეთქება მოხდა დურის რაიონში, სადაც მომლოცველები ისვენებდნენ, ქალაქ ქარბალაში გამგზავრებამდე. ერაყის ქალაქ ქარბალაში ყოველ წელს ჩადის ასიათასობით შიიტი, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის სახელთან დაკავშირებულ რელიგიურ ზეიმში მონაწილეობის მისაღებად.40-დღიანი ზეიმი წელს 23 დეკემბერს დასრულდება.
XS
SM
MD
LG