Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელი კვლავაც მზადაა უკრაინასთან შეთანხმების ხელმოსაწერად


ევროკავშირის ლიდერები ადასტურებენ მზადყოფნას უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად. ამის შესახებ ნათქვამია ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტის დეკლარაციის პროექტში. სამიტი პარასკევს დასრულდება. მისი დეკლარაციის პროექტში, რომელსაც ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი გაეცნო, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ხელს მოაწერს ასოცირების შეთანხმებას, როცა კიევი მზად იქნება და „შესრულდება მნიშვნელოვანი პირობები“. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია ისიც, რომ ევროკავშირი მზად არის, „რაც შეიძლება მალე“ მოაწეროს ხელი ასოცირების შეთანხმებებს მოლდავეთთან და საქართველოსთანაც. წელს ნოემბერში, ვილნიუსის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ არ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ბრიუსელში ხუთშაბათს დაწყებულ სამიტზე იმსჯელებენ აგრეთვე თავდაცვასა და ეკონომიკურ რეფორმაზე, საბანკო კავშირის განხილვის ჩათვლით.
XS
SM
MD
LG