Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის პრეზიდენტი არ ჩავა სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე


ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე აცხადებს, რომ ვერ ხედავს სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ჩასვლის „პოლიტიკურ შესაძლებლობას“. ამის შესახებ მან განაცხადა ბრიუსელში, სადაც იმყოფება ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით. „რუსეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, თუ როგორია დამოკიდებულება აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმართ, როგორ განახორციელეს ბოლო თვეებში ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა უკრაინაზე, საქართველოზე, მოლდავეთზე; იმის გათვალისწინებით, რომ კვლავინდებურად ხორციელდება ეკონომიკური ზეწოლა ლიტვაზე - ვერ ვხედავ სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესაძლებლობას“, აღნიშნა ლიტვის ლიდერმა. მანამდე უკვე რამდენიმე პრეზიდენტმა თქვა უარი რუსეთში ოლიმპიურ ტურნირზე ჩასვლაზე: სოჭში არ ჩავლენ აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, მოლდავეთის, საქართველოს პრეზიდენტები. სოჭის ოლიმპიური თამაშები 2014 წლის 7-24 თებერვალს იმართება.
XS
SM
MD
LG