Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხოდორკოვსკის შეწყალების განკარგულებას მოაწერა ხელი


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საპატიმროში მყოფი ყოფილი მაგნატის, მიხაილ ხოდორკოვსკის შეწყალების შესახებ. კრემლის განცხადებით, განკარგულება ძალაში შევიდა დაუყოვნებლივ. პუტინის მოულოდნელი განცხადება, რომ აპირებს შეწყალებას, მოჰყვა ხუთშაბათს მოსკოვში ჩატარებულ ხანგძლივ პრესკონფრენციას. პუტინის თქმით, შეწყალება ემყარება ხოდორკოვსკის დედის ავადმყოფობას და ამდენად, ის ჰუმანური აქტია. ხოდორკოვსკის ადვოკატებმა უარყვეს, რომ ახლა განადგურებული კომპანია იუკოსის დამაარსებელმა პატიება ითხოვა. ხოდორკოვსკი დააპატიმრეს 2003 წელს, როცა პოლიტიკურად გააქტიურდა. მას 2005 წელს გადასახადის გადაუხდელობის გამო გამოუტანეს განაჩენი. 2010 წელს ის მეორედ გაასამართლეს და დამნაშავედ სცნეს ფულის მიტაცების გამო. ხოდორკოვსკის თავისუფლების აღკვეთის ვადა 2014 წლის აგვისტოში სრულდებოდა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ითვლება, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
XS
SM
MD
LG